“ვარსკვლავურ ომებზე” ბილეთების წინასწარმა გაყიდვამ რეკორდი დაამყარა

r___2_by_camw1n-d8s7nk3.pngIMAX-ის კინოთეატრებმა “ვარსკვლავური ომების” მეშვიდე ეპიზოდის პრემიერაზე დასასწრებ ბილეთებში, წინასწარ 6,5 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც აბსოლუტურ რეკორდს წარმოადგენს,- იუწყება The Hollywood Reporter.

“ჰოლივუდიდან ლონდონამდე – სულ ანშლაგი გვაქვს”, – განაცხადა კომპანია IMAX Entertainment-ის გენერალურმა დირექტორმა გრეგ ფოსტერმა.

მან აგრეთვე დასძინა, რომ ფილმის ჩენება აშშ-ის 390 კინოთეატრში ერთდროულად შედგება.

აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ბილეთების გაყიდვა 19 ოქტომბრის საღამოს დაიწყო. პრემიერაზე დასწრების მსურველთა რიცხვმა ონლაინ-ოპერატორების სერვერები ისე გადატვირთა, რომ ტექნიკური ხარვეზები გამოიწვია.

კოსმოსური საგის – “ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება” პრემიერა 17 დეკემბერს შედგება. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ჯონ ბოიეგა, დეიზი რიდლი და ადამ დრაივერი. სურათის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია.

მსგავსი პოსტები

Back to top button