მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვაშაძე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ძველი ნორმების დაბრუნებას ითხოვს და კანონპროექტს არეგისტრირებს

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტს არეგისტრირებს”სტრატეგია აღმაშენებელი”. პარტიის წევრები სანქციების გამკაცრებას არადემოკრატიულს უწოდებენ.

“ორი კვირის წინ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რითაც ფაქტობრივად თქვა, რომ არ უნდა იყოს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება.

მთელი დასავლური სამყარო, შეშფოთებული იყო ამ კონკრეტული კანონით რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ჩვენ მოვუწოდეთ პრეზიდენტს ვეტო დაედო ამ კანონისთვის, მაგრამ ის გაექცა პასუხისმგებლობას.

დღეს ჩვენი გუნდი ვარეგისტრირებთ საქართველოს პარლამენტში კანონს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით.
დაბრუნდეს ძველი ნორმები კანონმდებლობაში!

“ქართულ ოცნებას” მოუწევს ჩვენთან შემოვიდეს დებატებში და გაგვცეს პასუხი ყველაფერზე. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება,”- აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონი ძალაში 2021 წლის პირველი ივნისიდან შევა.

მსგავსი პოსტები

Back to top button