მნიშვნელოვანირეგიონი

,საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმე დასრულდება ძალიან მალე და მიიღებენ გამამატყუნებელ განაჩენს

ბადრი ესებუას საქმის პროკურორის მირანდა წერეთლის თქმით, ,,საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმე დასრულდება ძალიან მალე და მიიღებენ გამამატყუნებელ განაჩენს.

,,სასამართლომ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ბევრს არაფერს არ ცვლის. დღევანდელი სასამართლო დარბაზიდან ბრალდებული ბადრი ესებუა კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსდება.

ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ და ეს სასამართლომაც განმარტა . 2023 წლის 5 აპრილის განაჩენით ბადრი ესებუას შეეფარადა თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, მას თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული , ფაქტობრივად აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ბევრს არაფერს არ შეცვლის იმ კუთხით და ხელს არ შეუშლის იმ მიზნების განხორციელებას რის გამოც მის მიმართ იქნა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. იმედს ვიტოვებ, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე , ,,საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმე დასრულდება ძალიან მალე და ჩვენ მივიღებთ გამამტყუნებელ განაჩენს,“- განაცხადა მირანდა წერეთელმა.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წლიანი პატიმრობა უკვე მიესაჯა. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს. ბრალს აღიარებს დაკავებულიც. „საქართველოს ბანკის“ ძარცვის საქმეზე კი, ესებუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

მსგავსი პოსტები

Back to top button