ვაშინგტონი ისტორიული ინაუგურაციისთვის ემზადება
25 000 ეროვნული გვარდიელი, 13 000 პოლიციელი, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები და კაპიტოლიუმის დაცვის წევრები, ყველა ერთად, ამერიკის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურციაზე სიმშვიდეს და წესრიგს დაიცავს. ამერიკის დედაქალაქი ქვეყისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ემზადება.
ქალაქში გასული კვირის მოვლენების გამო, განსაკუთრებული დაძაბულობაა და უსაფრთხოების უპრეცენდეტო ზომებია მიღებული. ამდენი სამხედრო ვაშინგტონში, ბოლოს, სამოქალაქო ომის დროს იყოს.
უსაფრთხოება გაძლიერებულია არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ ქვეყნის 50-ივე შტატში, სადა სამართალდამცავები არიან მობილიზეული. გამოძიების ფედერაალური ბიურო აცხადებს, რომ განსაკუთრებულ საფრთხეს ის მოქალაქეები წარმოადგენენ, ვინც არ თვლიან, რომ ახალი ადმინისტრაცია ლეგიტიმურია.
საზეიმო ფიცს დადებენ ამრიკის ახალი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი. ჰარისი პირველი ქალი, პირველი შავკანიანი და პირველი სამხრეთ აზიური წარმოშობის ადამიანი იქნება ამ თანამდებობაზე.
ფიცს პირველი, სწორედ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი დადებს. ჰარისს ფიცს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, სონია სოტომაიერი დაადებინებს, რომელიც პირველი ლათინური წარმოშობის მოსამართლეა უზენაეს სასამართლოში.
ფიცის დადების შემდეგ, ბაიდენი და ჰარისი ამერიკის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებენ, რაც ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ერთგვარი სიმბოლოცაა. მოგვიანებით, ბაიდენი, ყოფილ პრეზიდენტენთან, ბარაკ ობამასთან, ჯორჯ ბუშ უმცროსთან და ბილ კლინტონთან ერთად, არლინგტონის სასაფლაოზე უცნობი ჯარისკაცის საფლავს მიაგებს პატივს.
ინაუგურაციის დიდი ნაწილი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. მიზეზი კორნავირუსის პანდემია და ქალაქში არსებული არასტაბილური მდგომარეობაა. ინაუგურაციას არ დაესწრება მოსახლეობა, მათ ნაცვლად ეროვნულ მოლზე 200 000 დროშაა გამოფენილი.
ინაუგურაციას არ დაესწრება, არც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ბოლო 152 წლის განმავლობაში ის პირველი პრეზიდენტია, ვინც ინაუგურაციაზე არ მივა.
ინაუგურაციაზე შესრულდება ეროვნული ჰიმნი, რომელსაც პოპმომღერალი ლედი გაგა შეასრულებს. გავრცელებული ინფორმაციით, მუსიკალური ნომერი ექნება ჯენიფერ ლოპესსაც. ინაუგურაციაზე მოვისმენთ პოეზისაც, რომელსაც ამერიკის საინაუგურაციო ისტორიაში ყველაზე ახალგაზარდა, 22 წლის პოეტი, ამანდა გორმანი წაიკითხავს.
დღეს, ქვეყნის დედაქალაქში ჩამოსვლამდე, თავის მშობლიურ შტატს, დელავერს დაემშვიდობა არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ის სიტყვით, თავისი შვილის, ბო ბაიდენის სახელობის ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა ცენტრში მივიდა, საიდანაც დელავერის მოსახლეობას დაემშვიდობა.
ჯო ბაიდენის სიტყვა ემოციური იყო. არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს თავი ვერ შეიკავა და იტირა. „ქალბატონებო და ბატონებო, ერთადერთი, რასაც ვნანობ ისაა, რომ ის [ბო ბაიდენი] აქ არაა, იმიტომ რომ ახლა მას უნდა წარვადგენდეთ, როგორც პრეზიდენტს“, თქვა ბაიდენმა. „თუმცა ჩვენ ბევრი შესაძლებლობები გვაქვს. დელავერმა გვასწავლა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ამ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია“, დაამატა ქვეყნის არჩეულმა 46-ე პრეზიდენტმა.
ბო ბაიდენი, 2015 წლის 30 მაისს, ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. ის მამის გვერდით იყო ორივე ინაუგურაციის დროს, როდესაც ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის ფიცი დადო. ხვალ, ინაუგურაციაზე ბაიდენთან ერთად იქნებიან მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი და შვილები ჰანტერ და ეშლი ბაიდენები.