ვაშინგტონში საზარელი მკვლელობა მოხდა [Video]

ვაშინგტონის პრესტიჟულ რაიონში, ყველაზე რეზონანსული მკვლელობა მოხდა.

philipsavopoulossonამერიკის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია American Iron Works-ის უფროსი – 46 წლის სავას სავოპოლუსი, მისი მეუღლე, 47 წლის ემი სავოპოლუსი, მათი ათი წლის ვაჟი ფილიპი და 57 წლის შინამოსამსახურე ქალბატონი, გარდაცვლილები იპოვეს. ბოროტმოქმედები სახლს გადაწვას უპირებდნენ. სამაშველოდ იქ მისულმა მეხანძრეებმა, ოთხი გვამი იპოვეს, რომლებსაც დანით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. წყვილს კიდევ ორი ქალიშვილი ჰყავდა, რომლებიც მკვლელობის დროს, სკოლა-პანსიონში იმყოფებოდნენ.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.

7779346_Gმოკლულთა ოჯახის ძვირადღირებული სახლი, რომელიც 4,5 მილიონი დოლარად არის შეფასებული, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონის საცხოვრებლის მეზობლად არის განლაგებული.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button