მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ქრობის სამუშაოებში 120 მეხანძრე- მაშველი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს 80-მდე რეინჯერია ჩართული.

მაშველებმა, სახანძრო სახელოები, ცეცხლის კერამდე, დაახლოებით 4 კილომეტრზე, ხელით აჭიმეს და ხანძრის კერებს წყლით ამუშავებენ.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკაც.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლი ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, ტექნიკისათვის რთულად მისადგომი რელიეფზე უკვე მესამედ გაჩნდა.

ვარაუდობენ, რომ ხანძრის კერების წარმოშობა, ტერიტორიაზე მეხის ჩამოვარდნას. მოჰყვა.
მთლიანობაში 10 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button