ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე- მაშველები ქრობის პროცესს, ინდივიდუალური აღჭურვილობით ახორციელებდნენ.
“რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან ვერ ხერხდებოდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა, შესაბამისად, მეხანძრე-მაშველებს მოუწიათ ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება.
ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე, წაქცეულ ხეებსა და კუნძებზე იყო გავრცელებული. ამ დროისთვის, ცოცხალი ძალის აქტიური მუშაობის შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია და ადგილზე ცეცხლის ღია კერა აღარ ფიქსირდება”- განმარტავენ უწყებაში.
ამ დროისათვის, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, მეხანძრე მაშველთა 30 კაციანი ჯგუფი აგრძელებს.
შეგახსენებთ, ხანძარი ვაშლოვანში, გუშინ,30 ივნისს გაჩნდა. ნაკრძალის ადმინისტრაციის ვარაუდით, ცეცხლის გაჩენა, მეხის ჩამოვარდნის მოჰყვა.