მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ისევ ხანძარია

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ისევ ხანძარია. დაკვამლიანება ნაკრძალში, დაახლოებით ორი საათის წინ, მესაზღვრეებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მეხანძრე -მაშველები უკვე ჩავიდნენ.

ცეცხლის ქრობის სამუშაოების განსახორციელებლად, სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟებთან ერთად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, რეინჯერთა ჯგუფიც იმყოფება.

ცოტა ხანში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთვება.

ხანძარი იმავე ადგილას გაჩნდა, სადაც რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, მეხი ჩამოვარდა.

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სამი დღის წინ გაჩნდა. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა ცოცხალი ძალების გამოყენებით მოხდა. იმ დროისათვის, ნაკრძალში დაახლოებით 7 ჰექტარი ფართობი დაიწვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button