მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკარძალში ხანძარი ლოკალიზებულია

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკარძალში ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის ქრობა დაცულ ტერიტორიაზე, მეორე დღეა მიმდინარეობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 50 მეხანძრე- მაშველი და ერთი ვერტმფრენი, ცეცხლის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ წუთებშიც აგრძელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟების გარდა, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მონაწილეობს რეინჯერთა ჯგუფიც.

ხანძარსაწინააღმდეგო პროცესებში გუშინდლიდან იყო ჩართული სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენიც.
ვაშლოვანის ტერიტორიაზე დაკვამლიანება მესაზღვრეებმა გუშინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს.

ხანძარი იმავე ადგილას გაჩნდა, სადაც ოთხი დღის წინ, სავარაუდოდ, მეხი ჩამოვარდა.
ტექნიკისთვის მიუდგომელი რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ჩაქრობა იმ დროისთვისაც ცოცხალი ძალის დახმარებით განხორციელდა.

ხანძრისგან ნაკრძალში, დაახლოებით 7 ჰექტარი ტერიტორიაა დამწვარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button