მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი ისევ გაჩნდა

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძარი ისევ გაჩნდა. ცეცხლი ტექნიკისთვის რთულად მისადგომ რელიეფზე, ტყის ქვედა საფარს უკიდია.

ხანძრის კერამდე მეხანძრე-მაშველები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ფეხით მიდიან.
ხანძარი ვაშლოვანის ნაკრძალში, უკვე ორჯერ გასულ კვირას და გუშინ,4 ივლისს გაჩნდა.

ცეცხლის ლიკვიდაციაში მეხაძრე – მაშველები, რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები მონაწილეობდნენ. ვარაუდობენ, რომ ტერიტორიაზე მეხი ჩამოვარდა.

ხანძრის კერების ლიკვიდირებულად გამოცხადების მიუხედავად, კერა დილიდან ისევ გაჩნდა და ცეცხლი რამდენიმე ჰექტარ ფართობზე გავრცელდა.

ადგილზე მობილიზებულ ჯგუფებს მაღალი ტემპერატურის, დაკვამლიანებისა და ძლიერი ქარის გამო, მუშაობა უჭირთ.

ვარაუდობენ, რომ თავდაპირველი ხანძარი ვაშლოვანის ნაკრძალში, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში წითელ ნუსხაში შეტანილი ხეები და მცენარეები ხარობს. ტერიტორია 80 წელზე მეტია, ნაკრძალადაა გამოცხადებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button