მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს ითხოვენ

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში ხანძრის ჩასაქრობად, ვერტმფრენს ითხოვენ. ნაკრძალის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, წყლის მარაგი უკვე ამოიწურა და ცეცხლის გავრცელების ადგილზე საფეხმავლო მისასვლელებით, მისი გადაზიდვა შეუძლებელია.

” როგორც იქნა ამოვაღწიეთ და რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, მაგრამ ქარია და კერებს ვერ ვაქრობთ. უკვე ვერტმფრენის ჩართვაა აუცილებელი, ტონობით წყალი სჭირდება და ქვეითად ამის მიტანა შეუძლებელია. ტექნიკა აქამდე ვერ მოდის, ამიტომ საჰაერო დახმარებაა საჭირო. აქაც დიდხანს ვეღარ გავჩერდებით, თუ არ დავბრუნდით, დაგვიღამდება და ღამით გადაადგილება ამ ტერიტორიაზე, საშიშია”- განაცხადა ნაკრძალის თანამშრომელმა, ვაჟა ჩერქეზიშვილმა.

შეგახსენებთ, ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში უკვე რამდენიმე საათია,წითელ ნუსხაში შეტანილი ჯიშის ხეები და მცენარეები იწვის.

წინასწარი მონაცემებით, ცეცხლის რამდენიმე კერა არსებობს და ხანძარი უკვე 5-6 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ნაკრძალში, მეხის ჩავარდნას მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ნაკრძალის წარმომადგენლებთან ერთად, ხანძრის ადგილზე იმყოფებიან.

ვაშლოვანის ტერიტორია, 80 წელზე მეტია, სახელმწიფო ნაკრძალადაა გამოცხადებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button