მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვასილ მაღლაფერიძე პარტიულ თანამდებობას ტოვებს.

ვასილ მაღლაფერიძე ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. “პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ იცვლება”-წერს მაღლაფერიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

“მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!”, – წერს მაღლაფერიძე.

შეგახსენებთ,ვასილ მაღლაფერიძე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრად და თავმჯდომარის მოადგილედ, 16 იანვარს აირჩიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button