მოზაიკა

ვატიკანში საშობაო სეზონი გაიხსნა

ვატიკანში საშობაო სეზონი საზეიმოდ გაიხსნა. წმინდა პეტრეს მოედანზე საშობაო დეკორაციები და ნაძვის ხე გაანათეს. გიგანტური მარადმწვანე ხე ვატიკანში წელს პოლონეთიდან ჩაიტანეს. 28 მეტრი სიმაღლის ნაძვი ვატიკანს ქალაქ ელკის არქიეპისკოპოსებმა აჩუქეს.

კიდევ ერთი საჩუქარი კათოლიკურმა ეკლესიამ მონტე-ვერგინის სააბატოდან მიიღო. იტალიელმა სასულიერო პირებმა ვატიკანში შობის სცენა გააგზავნეს, რომელიც მე-18 საუკუნის ნეოპოლიტანურ სტილშია შესრულებული.

დეკორაციების განათების ცერემონიას ვატიკანის მთავარ მოედანზე ასობით ადამიანი დაესწრო.

მსგავსი პოსტები

Back to top button