მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბახმუტთან ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

ბახმუტის მახლობლად გამართულ ბრძოლებში კიდევ ერთი ქართველი მოხალისე დაიღუპა. ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, მაგრამ უცნობია დაღუპული მებრძოლის სახელი და მისი დაღუპვის გარემოებები.

წინასწარი ინფორმაციით, ის უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მოქმედ უცხოურ ლეგიონში მსახურობდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

გასული წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში ომში უკვე დაიღუპა 44 ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button