მნიშვნელოვანისაქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროტესტის რადიკალური ფორმების მიღებას აანონსებს

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებიდან 1 თვე გავიდა. ცნობილი ექიმი ცხინვალის იზოლატორში, უკანონო პატიმრობაში იმყოფება და არაერთი მოწოდებისა თუ მცდელობის მიუხედავად, სეპარატისტული რეჟიმი მის გათავისუფლებას არ აპირებს. ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდამდე კი 2 დღე რჩება. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რადიკალურ პროტესტს არ გამორიცხავს. რაც შეეხება იმას, თუ რა რადიკალურ ზომებზეა საუბარი, ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ ამ ქმედებებს ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ, კვირის ბოლოს დააანონსებენ.

ექიმის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button