ვაჟა ფშაველას გამზირზე აფთიაქი გაქურდეს

ვაჟა ფშაველას გამზირზე ჰომეოპათიური აფთიაქი გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, მძარცველებმა “ბიო მედიკას” აფთიაქის სალაროდან 200 ლარი წაიღეს.

ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო. მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩის კამერები დამონტაჟებული არ არის და ქურდობის ვიდეოჩანაწერი სავარაუდოდ, არ იქნება.

რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ქურდობაში, უცნობია. როგორც აფთიაქის დირექტორი, გიორგი ობგაიძე აცხადებს, თანხა მხოლოდ სალაროდან არის გატანილი და სეიფი ხელუხლებელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button