მნიშვნელოვანირეგიონი

ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო ერეკლეობის დღესასწაულზე დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, ერეკლეობის დღესასწაულზე დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.

თელავის მერია, სამძიმარს უცხადებს მოკლულის ოჯახს და გაუქმებული მუსიკალურ ღინისძიებების შესახებ, საზოგადოებას ატყობინებს.

“მოქალაქეებს ვაცნობებთ, რომ 7 ნოემბერს, თელავში დაგეგმილი მუსიკალური ღონისძიებები, კონკრეტულად,
13:00 – 15:00 სთ – კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;
17:00-19:00 სთ. – გალა კონცერტი ჯგუფი “ალილოს” და “მიქსტურას” მონაწილეობით, გაუქმებულია.

დღის განმავლობაში, პროგრამით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები გაიმართება, რაც მოიცავს მეფის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს, თემატურ გამოფენას თელავის ისტორიულ მუზეუმში, სამეფო ოჯახის მიერ დაჯილდოების ცერემონიას და მცირე მეწარმეთა ნამუშევრებისა და პროდუქტის გამოფენას“,- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართლ- კახეთის მეფის, ერეკლე მეორეს დაბადების დღე- 7 ნოემბერი , თელავში ტრადიციული ერეკლეობის დღესასწაულით, ყოველწლიურად აღინიშნება.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ლომისის ეკლესიაში სალოცავად მისული საქართველოს მოქალაქე , რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

გარდაცვლილია თამაზ გინტური , კარალეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი და ოფიცერი იყო.

საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე,
ლევან დოდიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გატაცებული მოქალაქის დასაბრუნებლად, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button