მნიშვნელოვანირეგიონი

ვაზიანი- გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

ვაზიანი- გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ინტენსიური თოვისა და ყინვის გამო, უღელტეხილზე დაბალი გამავლობის ტრანსპორტი ვერ იმოძრავებს.

თელავის საგზაო სამმართველოს უფროსის, თამაზ აბდულაშვილის განმარტებით, გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

,, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები, მაგრამ ამ წუთებშიც ინტენსიურად თოვს და ტემპერატურა მინუს ხუთი გრადუსია.

ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და დაბალი გამავლობის ტრანსპორისთვის გადააადგილება აიკრძალა. რაც შეეხება თელავი- ბაკურციხე- თბილისის საავტომობილო მაგისტრალს, ამ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია”- განაცხადა აბდულაშვილმა.

ამ წუთის მდგომარეობით, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებას ვარდისუბანი- შუათმის მონაკვეთიდან, საპატრულო პოლიცია არეგულირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button