სენაკში მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. 50 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ძველი სენაკის მკვიდრია. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.