მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ველისციხის N14-ე საუბნო საარჩევნო კომისიამ მუშაობა შეაჩერა

ელისციხის N14-საუბნო საარჩევნო კომისიამ მუშაობა შეაჩერა.
მიზეზი საარჩევნო კომისის ერთ-ერთი წევრის, კორონავირუსით ინფიცირება გახდა.
გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მაია ჩუთლაშვილის განმარტებით, კომისიის ყველა წევრი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.
“კომისიის მუშაობა შეჩერებულია, რადგან ერთ-ერთ წევრს, ვირუსი დაუდასტურდა. ქალბატონი, თელავის ერთ-ერთი კლინიკის ექიმიცაა პარალელურად. ველოდებით რეკომენდაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, როგორ მოვიქცეთ, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში კომისიის გარეშე უბანი ვერ იქნება”, – განაცხადა ჩუთლაშვილმა რადიო ჰერეთთან.
კოვიდ-19 საარჩევნო კომისიის წევრს, 1 ოქტომბერს, საღამოს დაუდასტურდა. პაციენტი სამკურნალოდ კოვიდ კლინიკაშია გადაყვანილი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კახეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 62- მდე გაიზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button