რატომ მოიჭრა ყური ვან გოგმა [Video]

ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრაფიკოსის – ვინსენტ ვან გოგის ბიოგრაფმა, მარტინ ბეილიმ ახალი ვერსია წამოაყენა იმის თაობაზე, თუ რატომ მოიჭრა ყური ცნობილმა მხატვარმა.

ბეილიმ მტკიცებულება მოიპოვა, რომლის თანახმად, ვან გოგმა ყური მას შემდეგ მოიჭრა, რაც ღვიძლი ძმის, თეოს ნიშნობის შესახებ ამბავი შეიტყო.
“ვინსენტს თეოს დაკარგვის ეშინოდა. იგი შიშობდა, რომ ძმა ფინანსურ მხარდაჭერას აღარ გაუწევდა, რაც რძლის უეცარ გამოჩენასთან იყო დაკავშირებული”, – განაცხადა ბეილიმ.

ბეილის თეორია იმ ფაქტს ეფუძნება, რომ ვან გოგმა ძმისგან წერილი ზუსთად იმ დღეს მიიღო, როცა ყური მოიჭრა. თუმცა წერილი დაკარგულად ითვლება და მის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მკვლევარის ვარაუდით, მხატვარმა ძმისგან ბოლო დაფინანსება 1888 წლის 23 დეკემბერს მიიღო, რამაც სხეულის თვითდაზიანებისკენ უბიძგა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ოფიციალური ვერსიის თანახმად, ვან გოგმა ფრანგ ფერმწერ პოლ გოგენთან კამათის დროს თვითდაზიანება მიიყენა. 1888 წლის 24 დეკემბერს საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ არლში დასისხლიანებული ვინსენტ ვან გოგი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველების მონაცემებით, მხატვარმა გაზეთში გახვეული მოჭრილი ყური მის ნაცნობ მეძავ რაშელს აჩვენა. იმ დღის შემდეგ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა არ შეწყვეტილა, თუმცა სინამდვილეში რა მოხდა, დანამდვილებით არავინ უწყის.

მსგავსი პოსტები

Back to top button