მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ველისციხის სკოლა შესაძლოა, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლა შესაძლოა, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს.

აღნიშნულის მიზეზი სკოლის მეცხრეკლასელი მოსწავლის კოვიდ-19-ით ინფიცირებაა.

მოსწავლის ინფიცირებაზე ინფორმაცია, რადიო ჰერეთს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა დაუდასტურა.

“კლასი არ ესწრება სასწავლო პროცესს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბავშვი ბოლო ოთხი დღე დადიოდა სკოლაში. ადგილზე გასულები არიან ეპიდემიოლოგები, აიღებენ ტესტებს და მოგვცემენ რეკომენდაციას როგორ მოვიქცეთ”, – განაცხადა მინდიაშვილმა.

სოფელ ველისციხეში შექმნილი დამატებითი დეტალების გასარკვევად, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის კახეთის ცენტრში, სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხეს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი, სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეს, 4 ოქტომბერს დაუდასტურდა.

სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება, მოზარდის კლასელების ტესტირების პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button