მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ველისციხის სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა

გუურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

როგორც რადიო ჰერეთს სკოლის დირექტორმა ნინო ნესუაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე, სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები არ იმყოფებიან.

“ამ წუთისათვის სკოლა დაცლილია. ვირუსის თავდაპირველად დაფიქსირების დღიდან, მეცხრე კლასი მთლიანად გადაყვანილი იყო თვითიზოლაციაში და არცერთი მოსწავლე სკოლაში აღარ დადიოდა. სამინისტროს რეკომენდაცია იყო, რომ სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგვეგრძელებინა. დღეს ჩვენ კვლავ მივმართავთ და ორშაბათისთვის უკვე გადაწყვეტილება მიღებული იქნება”, – განაცხადა ნესუაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით, ველისციხის საჯარო სკოლაში, უკვე ოთხი ინფიცირებული მოსწავლეა.

ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინფექციის პირველი შემთხვევა, 5 ოქტომბერს გამოვლინდა. ვირუსი 14 წლის მოზარდს დაუდგინდა, თუმცა, იმ დროისათვის სკოლა, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე არ გადავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button