მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ველოდებით წყლის დონის დაწევას რომ ჩატარდეს სათანადო აღდგენითი სამუშაოები-კახეთის გუბერნატორი

“სოფელ ლაფანყურში სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელი გზის შესაკეთებლად, ტექნიკა მობილიზებულია”- ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა.

ირაკლი შიოშვილის განმარტებით, იქ, სადაც მეწყერი ჩამოწვა, სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ.

” ვიმყოფებოდი ეპიდცენტრში, სადაც მეწყერია ჩამოწოლილი, სოფელ ლაფანყურისა და სასაზღვრო პუნქტის დამაკავშირებელ გზაზე. გზა დაზიანებულია და სპეციალისტებმა შეაფასეს სიტუაცია. ველოდებით წყლის დონის დაწევას, იმისათვის, რომ ჩატარდეს სათანადო აღდგენითი სამუშაოები. ტექნიკა უკვე მობილიზებულია”- განაცხადა შიოშვილმა.

შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, კავკასიონის ქედის მხარეს რამდენიმე ადგილზე, ათას კუბურ მეტრზე მეტი მიწა ჩამოიშალა.

მეწყერის ჩამოწოლამ, სასაზღვრო პუნქტამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩახერგა. მიწის ჩამოშლის მიზეზი 17- 18 სექტემბერს მოსული უხვი ნალექი გახდა.

გზაზე გადაადგილება ამ ეტაპზე, შეზღუდულია, რადგან მდინარე ლოპოტა ჯერ კიდევ ადიდებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button