რეგიონისაქართველოსიახლეები

ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვი ავტოავარიას ემსხვერპლა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button