ვენეციაში ყოველწლიური კარნავალი გაიხსნა [Video]

23 იანვარს იტალიის ქალაქ ვენეციაში ტრადიციული ზამთრის კარნავალის განხსნის ცერემონია გაიმართა. კოსტუმირებული სანახაობა ყოველწლიურად მე-13 საუკუნიდან აღინიშნება და იგი მრვალ ტურისტს იზიდავს.

ლაზერული შოუს შემდეგ ქალაქში ნავების აღლუმი გაიმართა. საკარნავალო კოსტუმებში გამოწყობილმა მოზეიმეებმა, დეკორაციებით გაფორმებული ნავებით, ქალაქის თითქმის ყველა არხი გაიარეს. აღლუმის მონაწილეებს მაყურებლები ხიდებიდან ესალმებოდნენ.

წელს კარნავალი 9 თებერვლამდე გაგრძელდება და ტრადიციულად წმინდა მარკოზის მოედანზე დაიხურება.

აღსანიშნავია, რომ წელს კარნავალის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის ვენეციის ხელისუფლებამ განსაკუთრებული ზომები მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button