მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვენესუელაში 21 შტატს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა

ვენესუელაში, ელ-გურის ჰიდროელექტროსადგურზე დივერსიის შედეგად, ქვეყნის 23-დან 21 შტატს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა დედაქალაქ კარაკასსაც. მუშაობა შეაჩერა კარაკასის საერთაშორისო აეროპორტმა. ქალაქში პარალიზებული იყო მეტრო, შეფერხებებით მუშაობდა მობილური სატელეფონო კავშირი. მოსახლეობა ქალაქის ქუჩებში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მოთხოვნით გამოვიდა.

ოპოზიციის განმარტებით, ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია და არასაკმარისი ინვესტირება ენერგოსფეროს ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის.

ბოლივარის შტატში მდებარე ჰიდროელექტროსადგური მსოფლიოში სიმძლავრით მეოთხეა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონის მცხოვრებლებს.

ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის სრულად აღდგენა დღის ბოლომდე უნდა მოხდეს.

ნიკოლას მადურომ კი ელექტროსადგურზე დივერსიის განხორციელებაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელის წინააღმდეგ ენერგო ომს აწარმოებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button