გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 126 წელი შესრულდა

დღეს, 17 ნოემბერს, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 126 წელი შესრულდა.

ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვანის რაიონის სოფელ ჭყვიში დაიბადა.
პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო.

1922-1923 წლებში გამოსცემდა “გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს”. 1924 წელს იგი იყო ჟურნალის “მნათობი” ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

გალაკტიონ ტაბიძის 126-ე წლისთავს თბილისის მუზეუმების გაერთიანება აღნიშნავს კომპლექსური პროექტით – “ჩვენ უნდა შევქმნათ ბედნიერება”.

პროექტის მიზანია, საზოგადოებას საშუალება მიეცეს, განსხვავებულ ჭრილში დაინახოს გალაკტიონი, მისი პოეზიის მასშტაბები, თანამედროვეობის საკითხები და შექმნას ალტერნატიული აზრი.

გალაკტიონ ტაბიძემ 1959 წლის 17 მარტს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

გალაკტიონ ტაბიძე – მთაწმინდის მთვარე ►

galaqtioni_2017

მსგავსი პოსტები

Back to top button