ვენეციის კინოფესტივალს ალფონსო კუარონი უხელმძღვანელებს

ცნობილი მექსიკელი კონირეჟისორი, რომელიც ჰოლივუდში მოღვაწეობს, წელს, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ჟიურის უთავმჯდომარებს.

კუარონი, აგრეთვე, სცენარის  ავტორი და პროდიუსერია. მას მიღებული აქვს „ოსკარის“, „ოქროს გლობუსისა“ და „BAFTA“-ს ჯილდოები. რეჟისორი „ოსკარით“ ფილმ „გრავიტაციისთვის“ დაჯილდოვდა, რომელშიც ცნობილმა მსახიობებმა, სანდრა ბალოკმა და ჯორჯ ქლუნიმ მიიღეს მონაწილეობა.

ალფონსო კუარონი ისეთი ცნობილი ფილმების ავტორია, როგორიცაა: „პატარა პრინცესა“, „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“, „კაცობრიობის შვილები“.

ვენეციის კინოფესტივალი, 2-დან 12 სექტემბრამდე, კუნძულ ლიდოზე ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button