მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დიაკვნებს მღვდელმსაუხრება აღუდგებათ თუ საქციელს მოინანიებენ-მეუფე სტეფანე

დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში კრება ჩატარდება, სადაც იმ დიაკვნების საკითხს განიხილავენ, რომელთაც მღვდელმსახურება შეუჩერდათ.

ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ქადაგებისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიაკვნებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება, დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს და ბოლო პერიოდში მათი ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ეპარქიის წესებს, რადგან დიაკვნები პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებენ.

მიტროპოლოტის განცხადებით, დიაკვნებს მღვდელმსახურება მას შემდეგ აღუდგებათ, რაც ისინი საჯაროდ მოინანიებენ მათ საქციელს.

შეგახსენებთ, მიტროპოლიტმა სტეფანემ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს, კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button