ვენუს უილიამსისთვის ავსტრალიის ღია პირველობა დასრულდა

მეორე წრის შეხვედრაზე უილიამსი, მიუხედავად ტრამვისა, კორტზე შეხვეული მარცხენა ფეხით მაინც გამოვიდა და თამაში 2 სეტში დათმო.
ამერიკელის გაუსაძლის ტკივილებს ისიც დაემატა,რომ შუა თამაშში მარჯვენა ტერფი დაიზიანა და ექიმებმა სამედიცინო დახმარება კორტზევე აღმოუჩინეს.
სარა ერანთან თამაშის გაგრძელებას აზრი აღარ ქონდა, თუმცა ვენუსი კორტზე მაინც დაბრუნდა და ბოლომდე ითამაშა.
საბოლოო ანგარიში 6-1 6-0 დაფიქსირდა.
ავსტრალიის ღიაზე ეს გამოსვლა უილიამსისთვის 21-ე იყო.
40 წლის ვეტერანი დიდი მუზარადის 7 ტიტულის მფლობელი და მელბურნის ტურნირის ორგზის ფინალისტია.
რეიტინგის 134-ე პოზიციაზე მყოფმა სარა ერანიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ტრამვირებულ მეტოქესთან მიღწეული გამარჯვებით გახარებული არ არის.
სარა ერანი ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ მოხვდა. მესამე წრეში მისი მეტოქე კიდევ ერთი ვეტერანი ჩოგბურთელი, ტაივანელი ჰსიჰ სუ-ვეი იქნება.