შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა.
წიგნის თარგმნის და ჰინდურ ენაზე გამოცემის იდეა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს ეკუთვნის.
ჰინდურ ენაზე გამოცემული პოემის პრეზენტაცია ჯაიპურის წიგნის ფესტივალის ფარგლებში ონლაინ გაიმართა.
როგორც ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, „ვეფხისტყაოსნის“ ჰინდურ ენაზე თარგმნის და გამოცემის იდეა დიდი ხანია, ჰქონდა და მისი განხორციელება ინდოეთში დიპლომატიური მისიით ჩასვლისთანავე დაიწყო.