ვეფხვი, რომელმაც 1 ადამიანი დაგლიჯა ლიკვიდირებულია

ლომის ნაცვლად, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ვეფხვი აღმოჩნდა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, თეთრმა ვეფხვმა თბილისში, ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე 1 ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა.უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია 3 ადამიანის დაგლეჯის შესახებ, თუმცა რადიო ჰერეთთან შსს-მ ეს ინფორმაცია უარყო.

გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია. ინფორმაცია გარდაცვლილის შესახებ რადიო ჰერეთს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

ლიკვიდირებულია თეთრი ვეფხვი, რომელიც თვითმხილველთა თქმით ლაგუნა ვერეს ტერიტორიას, ყოფილი “აბრეშუმის ქარხნის” ტერიტორიაზე აფარებდა თავს.

რადიო ჰერეთი ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით, 15 ივნისს ავრცელებდა ცნობას იმის შესახებ, რომ ამ დრომდე არცერთი ცხოველი ლიკვიდირებული არ იყო, თუმცა ამ ამბავმა მაშინ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.  მტაცებლების ქალაქში არსებობას უარყოფდა საქართველოს მთავრობაც.

ჩვენი ინფორმაციით, გარეთ არც ერთი მტაცებელი ცხოველი არ უნდა იყოს დარჩენილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მისი თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელების ასევე ზოოპარკის ადმინისტრაციას ეყრდნობა. “ჩვენი ინფორმაციით, გარეთ მტაცებელი ცხოველი აღარ უნდა იყოს დაკარგული. ჩვენ გუშინაც ვაცხადებდით, რომ აღარ უნდა ყოფილიყო, თუმცა აღმოჩნდა. ხვალ რა აღმოჩნდება და როგორ არის დათვლილი ზოოპარკის ადმინისტრაციისგან, ამაზე პასუხს ვერ ვაგებთ. რასაც მეუბნება ზოოპარკის ადმინისტრაცია, მე ის ინფორმაცია მაქვს”, – განაცხადა გომელაურმა.

ფოტოს სახით, იხილეთ ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება 14 ივნისს:

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”10121″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” sc_id=”sc1434537585005″]

მსგავსი პოსტები

Back to top button