ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა

ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდა. აღნიშნული მოწყობილობის საშუალებით ხეობის მთელ სიგრძეზე რეაგირება სწრაფად მოხდება.

ავტომატური გამზომი საშუალება მდინარე ვერეს აუზის ორ წერტილში დამონტაჟდა. სისტემა მოსული ნალექის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს საკომუნიკაციო ცენტრს ონლაინ რეჟიმში გადასცემს.

სადგურიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა შედარებით გაუმჯობესდეს შესაძლო წყალდიდობის პროგნოზი.

თანამედროვე ტიპის ნალექმზომი სადგურის დამონტაჟებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო.

მსგავსი პოსტები

Back to top button