მნიშვნელოვანირეგიონი

აქცია პანკისში და მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არსებულ შეკითხვებზე პასუხს ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვენ.

სოფელ დუსის ცენტში შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ უნდა დაისაჯონ როგორც სპეცოპერაციის დამგეგმავი მაღალჩინოსნები, ასევე ის სპეცრაზმელი, რომელმაც ახალგაზრდას საწოლში ესროლა.

პანკისში გამართულ აქციას სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა, ზაზა სარალიძე, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა.

მოთხვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვეაში პანკისელები აქციების თბილისში გაგძელებას აანონსებენ. სოლიდარობის აქცია, “ნუ მომკლავ” გაიმართა თბილისშიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან.

მოუსმინეთ გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟს ►

 

მსგავსი პოსტები

Back to top button