ვერის ხეობის ტერიტორიაზე სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა
თბილისში, სტიქიის ზონაში ევაკუაცია გამოცხადდა. ვერეს ხეობის ტერიტორიის დაცლას სასწრაფოდ ითხოვენ საგანგებო შტაბები.
ევაკუაციის მიზეზად, თბილისში უახლოეს წუთებში მოსალოდნელი ამინდის გაუარესება სახელდება.
შეგახსენებთ, რომ წუხელ თბილისის რამდენიმე უბანში მათ შორის ვერა-ვაკე, საბურთალოს ტერიტორიაზე მთელი ღამე სუსტად წვიმდა.