სპორტ-ნიუსისპორტი

“ვესტ ჰემი” და “რუბინი” კვარაცხელიას გარშემო მოლაპარაკებებს აწარმოებენ

მომავალი წლის იანვრიდან სატრანსფერო ფანჯრის განახლებასთან ერთად სოლიდური ევროპული კლუბები ახალი,პერსპექტიული მოთამაშეების დამატებას გეგმავენ

ქართული ინტერესის სფეროში რა თქმა უნდა მოექცა ისეთი საჭირო ინფორმაცია,რომელიც ნიჭიერი შემტევის,ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით გავრცელდა.

21 წლის ნახევარმცველის შეძენის სურვილი გამოთქვა და რეალური ნაბიჯებიც გადადგა ინგლისურმა ვესტ ჰემმა.

ბრიტანული კლუბის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მოითხოვა რუბინისაგან ხვიჩა კვარაცხელიას ფასი.

ლონდონელთა მიზანი თავდამსხმელის შეძენაა,თუმცა არ გამორიცხავენ,რომ ყველა ფლანგზე ერთნაირი სიძლიერით მოქმედი ფორვარდი შეარჩიონ.

კონკრეტულად კვარაცხელიასადმი გაცხოველებული ინტერესი კი იმან გამოიწვია,რომ ხვიჩა სწრაფია და სივრცის ფლობა ტექნიკის და ნიჭის ხარჯზე თავისუფლად შეუძლია

რუბინმა გარემარბის ფასი დაასახელა და ვესტ ჰემის ხელმძღვანელობას უთხრა,რომ მისი ღირებულება 15 მილიონი ევრო,ანუ 13 მილიონი ფუნტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button