მოზაიკა

ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქიკური დარღვევების სიაშია

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ვიდეო თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქიკური დარღვევების სიაში ოფიციალურად შეიტანა. ტერმინი შემდეგნაირადაა ფორმულირებული:

“თამაშებით ჩამოყალიბებული ქცევის ნიმუში (ონლაინ-თამაშები ან ვიდეო-თამაშები), რომელიც გამოიხატება მასზე კონტროლის შემცირებით; სხვა აქტივობებთან შედარებით იმ ხარისხობრივი პრიორიტეტის მინიჭებით, როცა ის სხვა ინტერესებსა და ყოველდღიურ საქმეებზე მაღლა დგება; უარყოფითი შედეგების მიუხედავად, თამაშის გაგრძელება და მისი სიხშირის ზრდა”.


For the first time, in the International Classification of Diseases (ICD-11), WHO is classifying gaming disorder as an addictive behaviour disorder so now we can measure how many people are affected.


როგორც ფსიქიკურ ჯანმრთელობაში WHO-ს ექსპერტი შეხარ საქსენა ამბობს, აღნიშნული აშლილობა მოთამაშეების მინიმალურ რაოდენობას შეიძლება განუვითარდეს. მაგალითად მათ, ვინც ვიდეო-თამაშებში დღის განმავლობაში 20 საათით ან მეტითაა ჩართული და ამ პერიოდში უარს ამბობს სკოლაზე, საჭმელზე, ძილზე და სხვა მნიშვნელოვან ყოველდღიურ საქმიანობაზე.

“ეს ქცევა განმეორებითი ან დროებითი შეიძლება იყოს”, — ამბობს მეცნიერი 


მსგავსი პოსტები

Back to top button