მსოფლიო

ვიეტნამში, კარაოკე ბარში გაჩენილ ხანძარს32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვიეტნამში, კარაოკე ბარში გაჩენილი ხანძარის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 15 ქალია – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხანძარი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა. კარაოკე ბარში მყოფი მოქალაქეების ნაწილი აივნიდან გადახტა.

წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა იყო.

ტრაგედიის შემდეგ ვიეტნამის პრემიერმა, ფემ მინ ჩინმა მაღალი რისკის ადგილების, განსაკუთრებით კარაოკე ბარების შემდგომი შემოწმების განკარგულება გასცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button