ვიეტნამში ქალმა ტყუპი სხვადასხვა კაცისგან გააჩინა

ვიეტნამის ერთ-ერთ მშვიდ აზიურ ოჯახში ტყუპები გაჩნდენენ, მაგრამ ოჯახური ბედნიერება 2 წლის შემდეგ უცაბედად გაქრა, როცა მამამ ბავშვებში დიდი სხვაობა აღმოაჩინა, – იუწყება CNN.

მამაკაცმა დაუყოვნებლივ სამედიცინო ცენტრს მიმართა, სადაც დნმ-ის ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ ერთ-ერთი ბავშვის მამა სხვა კაცი აღმოჩნდა.

ვიეტნამის გენეტიკური ასოციაჩიის პრეზიდენტი ლე დინ ლონგი აცხადებს, რომ ოჯახი ასეთ შედეგებს არ ელოდა. ახლა ისინი არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს ეძებენ.

გენეტიკოსის თქმით, მსოფლიოში სხვადასხვა კაცისგან ტყუპის გაჩენა ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ის ვიეტნამში პირველად დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შტატ ნიუ-ჯერსიში ტყუპი გოგონების დედამ, სასამართლოს დახმარებით, ყოფილ პარტნიორს ალიმენტის გადახდა დააკისრა. 2013 წლის იანვარში დაბადებულ ბავშვებს დნმ-ის ტესტი ჩაუტარეს. შედეგად გაირკვა, რომ ტყუპებს სხვადასხვა მამა ჰყავდათ.

მოსამართლის თქმით, სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს მან ამერიკაში კიდევ 2 მსგავსი შემთხვევა მოიკვლია.

მსგავსი პოსტები

Back to top button