“მედია თამაშობს განსაკუთრებულ როლს”

ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. პრეზიდენტმა ისაუბრა მედიის როლზე, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ინფორმაციას თუ რა აწუხებს საზოგადოებას, სწორედ მედიისგან იღებს.

“ჩვენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. მედია თამაშობს განსაკუთრებულ როლს, საზოგადოების განვითარებაში. ქართველებს აინტერესებთ მედია. ქართველებს სძულთ პოლიტიკოსები, მაგრამ უყვართ მედია რეპორტიორები და ის კითხვები, რასაც მედიის წარმომადგენლები სვამენ. რადგან, ისინი ჩართულები არიან პოლიტიკაში და ასევე აინტერესებთ თუ როგორ ვითარდება საზოგადოება. როდესაც ურთიერთობ მედიასთან, ეს ნიშნავს, რომ შენ რეალურად ურთიერთობ საზოგადოებასთან. ჟურნალისტებს აღვიქვამ იმ ადამიანებად, რომლებსაც მოაქვთ ჩემამდე ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button