“ვიღაცის მოხსნას ან რაღაცების დახურვას არ ვაპირებთ”
“მინდა დასაწყისშივე მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ ან თითქოს რაღაცების, ასეთი არც განზრახვა გვაქვს, არც სურვილი და რაც მთავარია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, ამის უფლებამოსილება არა გვაქვს. ყველას ვთხოვ, ამ წუთიდან ამ თემაზე სპეკულაციებს თავი დავანებოთ”,-ამის შესახებ მაუწყებლის გენერალურმა დირექტრომა ვასილ მაღლაფერიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” განვითარების ხედვაზე საუბრისას აღნიშნა.
ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მისი გუნდის მიერ შემუშავებული გეგმა მაუწყებლის კრიზისული ვითარებიდან გამოსვლას ისახავს მიზნად.
ამასთან, მაღკლაფერიძემ პრესკონფერენციაზე არხზე ახალი კადრის დანიშვნაზეც ისაუბრა. მან პაატა ქურდაძე სტრატეგიული მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნა.