სპორტი
„ვილეარეალი“ ევროპალიგის გამარჯვებული გახდა
ევროპალიგის ფინალი საკმაოდ შთამბეჭდავი და უხვგოლიანი აღმოჩნდა. გოლების რაოდენობა კი პენალტების სერიამ განაპირობა.
ევროპალიგის ფინალურ მატჩში ესპანური „ვილეარეალი“ და ინგლისური „მანჩესტერ-იუნაიტედი“ ხვდებოდნენ, სადაც შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა.
მეტოქეთაგან გოლების ავტორები მორენო და ედინსონ კავანი გახდნენ
პენალტების სერიაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, როცა ფეხბურთელები ყველა დარტყმას ზუსტად ასრულებდნენ და გოლების შეფარდება თანაბარი იყო.
მხოლოდ ერთი შეცდომა, „მანჩესტერ-იუნაიტედის“ მეკარემ, დავიდ დე ხეამ გოლი გააფუჭა და ანგარიშით 12:11 „ვილეარეალი“ ისტორიასი პირველად, ევროპალიგის გამარჯვებული გახდა.