მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

“ვიმედოვნებთ, 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება”

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების მიმართულებით მიაღწია. თქვენმა ქვეყანამ უკვე მიაღწია კარგ პროგრესს დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. მოგიწოდებთ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ნატო–ს და მოემზადოთ წევრობისთვის. ვიმედოვნებთ, საქართველო ჩაატარებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არჩევნებს,. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ნატოს–თვის”, – განაცხადა სტოლტენებრმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button