მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში-კახი კალაძე

კახი კალაძე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებს გადის. ინფორმაციას დედაქალაქის მერი სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი (დაავადება დაკავშირებულია ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევასთან -რ.თ.) და ვესტიბულოპათია დაუდასტურდა

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო- ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.
შეხვედრამდე!” – დაწერა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button