“სულ 33 გადაცემაა 1 არხზე, 10 გადაცემა მეორე არხზე” – დოდო შონავა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალური პროდიუსერი, დოდო შონავა ია ანთაძის მიერ ბოლო დღეებში არხზე დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და მწვავედ აკრიტიკებს.

შონავა აცხადებს, რომ ია ანთაძე სამეურვეო საბჭოს ტელევიზიის მმართველად არ აურჩევია და მას არ აქვს უფლება ილაპარაკოს მასიურ დათხოვნებზე.

“ქალბატონი იას ავტორიტეტი არის დამსხვრეული, ნაცარტუტად ქცეული. მე მაინტერესებს, რა კომპლექსების რეალიზებასთან გვაქვს საქმე, მე მაინტერესებს გულაგის ზედამხედველი ქალივით რომ გვესაუბრება და ასე გულგრილად საუბრობს აქ თურმე მასიურ დათხოვნებზე, ვინ მისცა მას ამის უფლება? ბორდს იგი არ აურჩევია აქ მმართველად. ღირსების საქმეა, გამოწვევა მიღებულია,” – განაცხადა დოდო შონავამ.

დოდო შონავას ხმა ►

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ია ანთაძე კი აცხადებს რომ თანამშრომელთა ტესტირება უნდა ჩატარდეს, რომელზე საუბარიც ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში იყო.

მისი აზრით, თუ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებიდან 100-ზე მეტი ტესტირებას ვერ გაივლის, სურათი ბევრად უარესი იქნება, ვიდრე მას წარმოედგინა. თანამშრომელთა ატესტაცია ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაშიც შედის.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ გოგელია ფიქრობს, რომ ატესტაცია სრულებით მისაღებია, რადგან სამუშაოს პროფესიონალები უნდა ასრულებდნენ. ის აცხადებს, რომ ეს “დასჯითი მექანიზმი არ არის.”

ია ანთაძის და გრიგოლ გოგელიას ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button