მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვინ არ მისცა ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს

საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა მისცეს: დმანისის და წილკანის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, ასევე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა: ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრისას, პროექტის წინააღმდეგ ხმა, ამ სამი დეპუტატის გარდა, არ მისცეს დავით ჭიჭინაძემ და ემზარ კვიციანმა, რომლებიც დღევანდელ პლენარულ სხდომას არ დასწრებიან.

რაც შეეხება დეპუტატ ნატო ჩხეიძეს, მან როგორც პირველ, ასევე მეორე მოსმენაზე, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

პირველი მოსმენით კენჭისყრისგან განსხვავებით, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მეორე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ევროპულმა საქართველომ“.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის პირველი და მეორე მოსმენით დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიუღია პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას”.

შეგახსენებთ, 115 ხმა 3-ის წინააღმდეგ, – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button