ვინ არიან კახეთში “ოცნების” კანდიდატები

საქართველოს პრემიერ მინისტრმა და ამავდროულად პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა თელავში ღია ცის ქვეშ შეკრებილ მხარდამჭერებს კახეთის მხარის კანდიდატები წარუდგინა. 

თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი  იქნება დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი 1995 წელს; ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს; ბამბერგის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1997 წელს. 1995–1996წწ. იყო გერმანული ჟურნალ “Kaukasische Post”–ის რედაქტორი; 19980–2003წწ. ჟურნალ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რედაქტორი; 1995–2003წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის ლექტორი. 2004 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამხედრო მომსახურეთა უფლებების დამცველი.სესიაშვილი არის ავტორი წიგნებისა: “ქართული ჯარი კანონსა და სინამდვილეს შორის”(2001), “წვევამდელთა უფლებები”(1998), “ჯარისკაცთა უფლებები”(1999), “ოფიცერთა უფლებები”(2000), “ჯარი და დემოკრატია”(2006), “სამხედრო მომსახურეთა უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებანი ეუთოს ქვეყნებში”(2008). არის დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის გამგეობა, წევრი, 2012 წლიდან არის საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარე.

►ახმეტაში „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატია პარლამენტის წევრი გელა სამხარაული;სამხარაული 1987 – 1989 წლებში თბილისის თბომეურნეობის სამმართველო მუშაობდა; 1992 – 1996 წლებში ფირმა “ალიდა” (მოსკოვი);
1996 – 1998წწ ქართულ-იტალიური ბანკი “ინდუსტრიაბანკი” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა; 1998 – 2000 წწ  ქართულ-იტალიური შპს “საქართველო” კომერციული დირექტორი;2000 –2005 შპს “ფალავანი” კონსულტანტი;2005 – 2012 “დია ალავერდი” დირექტორი;2006 – 2007 “დია გრუპი” დირექტორი; 2012 წლიდან კი საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი;

►ლაგოდეხსა და ყვარელში   –  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დაფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი;დაიბადა ქ. თბილისში 1971წ. 19 დეკემბერს.1991-1996წწ თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიური ინსტიტუტი – იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა-სამართალმცოდნე.წარჩინბული კურსდამთავრებული.1994-95 წწ.  გარემოს დაცვის სამინისტროს ლიცენზირების სამმართველო,თანამდებობა – იურისტი.1995-98წწ.   გარემოს დაცვის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტი,თანამდებობა – მთავარი იურისტი.1998-2001წწ. გარემოს დაცვის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტი.თანამდებობა – ზედამხედველობისა და კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე  (სამართლებრივ დარგში).2001 – 2006წწ.  – სს. “ბანკი ქართუ”თანამდებობა – იურისტი.2006 – 2008წწ.– სს. “ბანკი ქართუ”.თანამდებობა –  უფროსი იურისტი. გენერალური დირექტორის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში;2008 – 2010წწ. მარტამდე – სს. “ბანკი ქართუ.თანამდებობა – იურიდიული დეპარტამენტის შიდა სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსი. გენერალური დირექტორის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში.2010 – 2014 წწ.- სს. “ბანკი ქართუ”.თანამდებობა – იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – შიდა სამართლებრივი რეგულირების განყოფილების უფროსი. გენერალური დირექტორის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში.1994-2001წწ. მონაწილეობას ღებულობდა საპარლამენტო და სამთავრობო კომისიების მუშაობაში სხვადასხვა საკითხებზე კერძოდ, საქართველოში ლიცენზირების წესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით,სხვადასხვა კანონპროექტების მომზადება და ა. შ.როგორც რაიონულ ასევე საოლქო და უზენაეს სასამართლოებში სასამართლო პროცესებზე გამოდიოდა სამინისტროსა და დეპარტამენტის სახელით.2001 – 2008 წწ.  ბანკში მუშაობის პერიოდში ბანკის სახელით გამოდიოდა სასამართლო პროცესებზე ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამოწმებდა დოკუმენტაციას ანგარიშის გახსნის, კრედიტის გაცემის, საგადასახადოდან შემოსულ საინკასო დავალებების და კლიენტის ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით. მონაწილეობდა ბანკის შიდა ნორმატიული აქტების მომზადებაში.2008 – 2014 წლის თებერვლამდე. ხელმძღვანელობდა შიდა სამართლებრივი რეგულირების განყოფილებას. ახორციელებდა ხელშეკრულებების (იპოთეკა, გირავნობა, საკრედიტო, იჯარა, ნარდობა, საგარანტიო და ა. შ.) გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების,  გაფორმების, ხელმოწერის და რეგისტრაციის განხორციელება-ორგანიზებას. საბანკო ასოციაციაში და ბანკში მონაწილეობას ღებულობდა სხვადასხვა ნორმატიული აქტების განხილვა-შემუშავებაში. ახდენდა ტოპ-მენეჯმენტის და საშუალო მენეჯმენტის კონსურტირებას (საჭიროების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტას) სამართლებრივ საკითხებში.ტოპ-მენეჯმენტის დავალებით ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფების მიერ განსახორციელებელ საკითხების განხილვას და მომზადებას ტოპ-მენეჯმენტისთვის წარსადგენად.2010 – 2014 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა იურიდიულ დეპარტამენტს დეპარტამენტის დირექტორთან ერთად. აწარმოებდა კოორდინაციას ბანკსა და სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებს (მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოებთან) შორის არსებულ  ურთიერთობებთან დაკავშირებით.1994 წლიდან დღემდე არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. ასოციაციის ჟურნალ ალმანახში გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სტატია (მათ შორის ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობასთან დაკავშირებით). მუშაობის პარალელურად ასოციაციაში კითხულობდა სემინარებს სამართლის სხვადასხვა დარგებში.1996 წ. გაიარა “ტასისის” 2 თვიანი კურსები, სახელმწიფო მართვისა (მენეჯმენტი) და საკონსტიტუციო სამართლის დარგებში.2003 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი-წევრი.2003 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა გამოცდები.2006 წელს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში წარმატებით გაიარა სემინარი გაკოტრების სამართალში.2006 წელს  “ACCA”-ში გაიარა 4 თვიანი კურსები – A ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება.2006-2007 წწ. ბიზნესისა და სამართლის აკადემიაში კითხულობდა ლექციებს, კერძოდ ადმინისტრაციულ სამართალს და საგადასახადო სამართალს.2008 წელს  წარმატებით გაიარა პრაქტიკული მენეჯმენტის სასწავლო კურსი.

►სიღნაღსა და დედოფლისყაროში –  კახეთის უკვე ყოფილი გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი. მან 2000წ.-2005წ. დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კვალიფიკაცია ბიზნესის სამართლის სპეციალისტი.2003 წ.-2006წ. კი თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. კვალიფიკაცია იურისტი.
2005 წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში მუშაობდა.
2006 წლიდან „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარი სამმართველო”-სისტემური ანალიზის ჯგუფის სპეციალისტი.
2006წ. – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
2007წ.-  „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის
მთავარი სამმართველო”-გზებისა და ხაზოვანი კომუნიკაციების განყოფილების სპეციალისტი.2007წ. – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.2008 წ. სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია –
იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსი ინსპექტორი.2010 წ.  სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია -იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსის მოადგილე.2012 წ.  სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.2012 წ.  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2013 წლიდა კი კი კახეთის მხარის გუბერნატორი.

►გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია  გრენობლის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი დავით სონღულაშვილი;

►საგარეჯოში  – ფინანსისტი, წარსულში შპს “პატარძეულის” პარტნიორი რომან მუჩიაშვილია.

მსგავსი პოსტები

Back to top button