მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავის პირველი სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად გააგრძელებს

19 ოქტომბრიდან, მეფე ერეკლე მეორეს სახელობის თელავის პირველი საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს, დისტანციურად გააგრძელებს.

ამის შესახებ, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა განაცხადა.

“სკოლაში პედაგოგს დაუდასტურდა ვირუსი. ამიტომ შექმნილი ვითარების გამო, მიღებულია გადაწყვეტილება და სკოლა გადავა სწავლების ონლაინ რეჟიმზე. რაც შეეხება მეცხრე საჯარო სკოლას, დღეს, მშობელთა გარკვეულმა ნაწილმა ბავშვების სკოლაში მიყვანაზე უარი თქვა. თვითონ სკოლა, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს”, – განაცხადა შიოშვილმა.

რამდენი ხნით დარჩება პირველი საჯარო სკოლა, დისტანციურ რეჟიმზე, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

რაც შეეხება მეცხრე საჯარო სკოლას, რადიო “ჰერეთის” ინფორმაციით, სკოლის რამდენიმე მოსწავლის მშობელი კორონავირუსით დაინფიცირდა, რის გამოც ორი კლასის მოსწავლეები 16 ოქტომბერს, სკოლიდან დროებით დაითხოვეს.

შეგახსენებთ, კორონა ვირუსის შემთხვევა თელავის პირველ საჯარო სკოლაში, 18 ოქტომბერს გამოვლინდა.

კოვიდ-19 დაუდგინდა, სპეც მასწავლებელს, რომელიც ორ მოსწავლესთან მუშაობდა.

ეპიდემიოლოგებმა, მასთან კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

მასწავლებლის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით უცნობია.

კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა.

მსგავსი პოსტები

Back to top button