კულტურამნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ვინ არიან პრემია „საბას“ 2021 წლის ფინალისტები

2021 წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეცხრამეტედ გამოაცხადა.საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური  9 ნომინაციაში გამოავლენს. ამ დროისთვის ფინალისტების სია 7 ნომინაციაშია ცნობილი.

ივლისის ბოლოს გასაჯაროვდება, „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა,  ხოლო უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი გამარჯვებულის ვინაობა ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.

2021 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:

  1. საუკეთესორომანი
  2. საუკეთესოპოეტური კრებული
  3. საუკეთესოპროზაული კრებული
  4. საუკეთესოპიესა
  5. საუკეთესო ლიტერატურულიკრიტიკა
  6. საუკეთესო ლიტერატურულიდებიუტი
  7. საუკეთესოესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესოქართული თარგმანი
  9. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილიგანსაკუთრებული წვლილი

ლიტერატურული პრემიასაბას“ 2021 წლის ფინალისტები

 არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  1. ირინე ტაბაღუა, „ტელეფას ცხვარი“ (ინტელექტი)
  2. ნანა აბულაძე, „აკუმი“ (ინტელექტი)
  3. კახაბერ მელითაური, „მოგზაურობა ნამცეცებს შორის“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  4. ნიკოლოზ ცისკარიშვილი, „ცეცხლისწამკიდებელი“ (პალიტრა L)
  5. ნათია აბრამიშვილი, პრიმო ლევის „პერიოდული სისტემა“ (დიოგენე)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  1. ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
  2. ნინო დიანოსაშვილი, „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“ (ლოგოსი)
  3. გიორგი კაკაბაძე, „რისი თქმაც მინდა!“ (პეგასი)
  4. ლევან ბრეგაძე, „პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“ (არტანუჯი)

წლის საუკეთესო პიესა:

  1. ლაშა ბუღაძე, „ანტიმედეა“ (არტანუჯი)
  2. პაატა ციკოლია, „მედეა s01e06” (saba.com.ge)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

  1. არჩილ ქიქოძე, „ნორვეგიული დღიური“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ბიძინა მაყაშვილი, „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  3. მარიამ ხუცურაული, „მარილი გემოვნებით“ (პალიტრა L)
  4. გიგი ხორნაული, „ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი“ (მწიგნობარი)
  5. გიორგი ლობჟანიძე, „ჩემი ფანჯრებიდან“ (არტანუჯი)
  6. გელა ჩარკვიანი, “ENGLISH -როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი“ (არტანუჯი)
  7. ხასო ხანგოშვილი, „ქისტები (100 ამბავი)“ (არტანუჯი)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  1. რუსუდან რუხაძე, „სიყვარულის წონა“ (ინტელექტი)
  2. გიორგი სოსიაშვილი, „ოთხი მოთხრობა“ (გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა)
  3. ალეკო შუღლაძე, „ლაბირინთი მანუელისთვის“ (პალიტრა L)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  1. ნუგზარ ზაზანაშვილი, „წავა წავა წავა წავა“ (ინტელექტი)
  2. თეა თოფურია, „რატომ არ ხვდებიან ძაღლები სამოთხეში?“ (saba.com.ge)
  3. ბესიკ ხარანაული, „ეჰ, ბესარიონ“ (ინტელექტი)
  4. ეკა ქევანიშვილი, „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ (ინტელექტი)
  5. ნათია გიორგაძე, „ხმის მატარებელი“ (ინტელექტი)
  6. ბელა ჩეკურიშვილი, „ნანას ცხენი“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო რომანი:

  1. თამთა მელაშვილი, „შაშვი შაშვი მაყვალი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ეკატერინე ტოგონიძე, „შინ-შენ“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  3. ივა ფეზუაშვილი, „ბუნკერი“ (ინტელექტი)
  4. შოთა იათაშვილი, „დამწყები“ (პალიტრა L)

მსგავსი პოსტები

Back to top button